ოკლენდის ხელოვნების გალერეიდან მე-19 საუკუნის ახალზელანდიური ხელოვნების ნიმუშები მოიპარეს. ნახატების ავტორი წარმოშობით ჩეხი გოტფრიდ ლინდაუერია. მისი ნამუშევრები ძირითადად მაორების ტომის ყოფას ასახავს. მოპარული ნახატების ღირებულება 700 ათას დოლარს აღემატება. გალერისტებს ნახატები კვირის ბოლოს აუქციონზე უნდა გაეტანათ.