გერმანიაში მოძრაობა „ევროპის პულსის“ წევრებმა ხალხმრავალი აქცია გამართეს. დემონსტრანტები ფრანკფურტისა და ბერლინის ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ბრიტანეთმა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი აამოქმედა. ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად ორი წელი სჭირდება. „ევროპის პულსის“ უმთავრესი მიზანი ევროპის ერთიანობის შენარჩუნებაა.