ბუენოს აირესში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა. დემონსტრანტებმა თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადეს. პრეზიდენტი მაურისიო მაკრი ქვეყანაში კერძო ინვესტორების მიზიდვას ემხრობა. არჩევისთანავე მან პირობა დადო, რომ ქვეყანაში მოქმედ ინტერვენციულ სავაჭრო პოლიტიკას გადახედავდა. კონსერტვატორი ლიდერის პოლიტიკა ადგილობრივმა პროფკავშირებმა გააპროტესტეს. მათ პარაგვაის მცხოვრებლებს 6 აპრილს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდეს.