ჩინეთში სტიქიას ებრძვიან. სინძიანის ავტონომიურ რაიონში მეწყერი ორჯერ ჩამოწვა. წინასწარი მონაცემებით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დამეწყრილი ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიამ რამდენიმე ჰექტარი ნათესები და მხვილფეხა პირუტყვი გაანადგურა.