ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი გააპროტესტეს, რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი დაიხუროს. სასწავლებელი უნგრეთის დედაქალაქში 1991 წელს სოროსის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა. კაკონპროექტს პარლამენტში განსახილველად სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაიტანენ.