უამინდობა შეერთებულ შტატებში. ლუიზიანას ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი წმინდა მარტინის დასახლებას მიაყენა. ტორნადომ, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე დასახლებულ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.