ფრანგულ გვიანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები პარიზს ორნახევარი მილიარდი ევროს გამოყოფას სთხოვენ. 2 დღის წინ მოლაპარაკებებში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაერთო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პარიზი მზად არის გვიანას ეკონომიკაში მილიარდიანი ინვესტიცია ჩადოს, რაც აქციის ორგანიზატორებს არასაკმარისად მიაჩნიათ. მასშტაბური საპროტესტო აქციები გვიანაში გასულ კვირას დაიწყო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელფასების გაზრდა და სოციალური პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.