საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ეკვადორში მასობრივი არეულობები დაიწყო. პოლიციამ ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. საპრეზიდენტო არჩევნები ეკვადორში გუშინ ჩატარდა. მმართველი პარტიის ლიდერმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ლენინ მორენომ ამომრჩეველთა ხმების 51 პროცენტი მოიპოვა, ოპოზიციის კანდიდატს, გილერმო ლასოს კი მხარი ელექტორატის 49 პროცენტმა დაუჭირა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.