15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 113 ათასი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. მისივე თქმით, ფეთულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 41 ათასამდე პირი პატიმრობაში რჩება. მათ შორის, 10 ათასზე მეტი პოლიციელი, 7 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 2500-მდე პროკურორი და მოსამართლეა. პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს 65 ათასზე მეტი ადამიანი. მათგან 41 ათასი სამართალდამცავი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.