ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ტანტას რაიონი გახდა. დანაღმული მოტოციკლი პოლიციელთა გადამზადების ცენტრთან აფეთქდა. დაშავებულთაგან 13 პოლიციელი, 3 კი სამოქალაქო პირია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.