პარაგვაიში 4 პოლიციელი დააპატიმრეს. დაკავებულებს ბრალად ოპოზიციის აქტივისტის მკვლელობა ედებათ. მასობრივი არეულობები ოპოზიციამ ასუნსიონის ქუჩებში 2 დღის წინ მოაწყო. დემონსტრანტებმა პარლამენტი შტურმით აიღეს და შენობას ხანძარი გაუჩინეს. პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი როდრიგო კინტანუ დაიღუპა. საპროტესტო გამოსვლები პარაგვაის დედაქალაქში საკონსტიტუციო ცვლილების გამო დაიწყო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობა მიეცა. 1992 წლის კონსტიტუციით, პარაგვაიში პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ვადით ირჩევდნენ.