ეკვადორში პრეზიდენტს ირჩევენ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს სოციალისტთა ლიდერი ლენინ მორენო და ოპოზიციის კანდიდატი გილმერო ლესო უპირისპირდებიან. პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატს ხმა ამომრჩეველთა 39-მა პროცენტმა მისცა, ოპოზიციის კანდიდატს კი მხარი ელექტორატის 28 პროცენტმა დაუჭირა. ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული სკანდალკური ვებ-გვერდის, ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ბედიც, რომელიც თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს, მას თავშესაფარს აღარ მისცემენ.