სერბეთში საპრეზიდენტო არჩვნები ტარდება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 7 საათზე გაიხსნა. წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ვუჩიჩს აქვს. რეიტინგში მეორე ადგილს ყოფილი ომბუდსმენი საშა იანკოვიჩი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი სტუდენტი ლუკა მაქსიმოვიჩია, რომელმაც ფეიკ-პარტია შექმნა და ამომრჩევლებს დასაქმებასა და ფულს ჰპირდებოდა. უწყინარი ხუმრობა სერიოზულ პოლიტიკურ თამაშში გადაიზარდა. მაქსიმოვიჩის პოპულარობა სერბეთში იმდენად გაიზარდა, რომ მისი რეიტინგი 10 პროცენტს აღწევს.