მაიკლ ფლინმა საშემოსავლო დეკლარაცია შეავსო. ამერიკის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვერ დამალა, რომ ტელეკომპანია რაშა თუდეისგან 2015 წელს 45 ათასი დოლარი აქვს მიღებული. სოლიდური თანხა მას პროკრემლისტური ტელეკომპანიის ეთერში გამოსვლისთვის გადაუხადეს. პირველ საშემოსავლო დეკლარაციაში, რომელიც ფლინმა თებერვალში შეავსო, ეს ციფრი არ ფიგურირებდა. ახალ დეკლარაციაში ფლინს მითითებული აქვს, რომ სოლიდურ თანხებს რუსული ავიაგადამზიდებისგანაც იღებდა.