ერდოღანი თავს თავისუფლების მცველს უწოდებს. ამის შესახებ მან დიარბაქირში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ვართ მშვიდობისა და თავისუფლების მცველები და ჩვენ მოგიტანთ სიმშვიდესა და სტაბილურობას,“-აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. დიარბაქირის პროვინცია ძირითადად ეთნიკური ქურთებით არის დასახლებული. ერდოღანი იმედოვნებს, რომ 16 აპრილის რეფერენდუმზე ადგილობრივები ხმას მის სასარგებლოდ მისცემენ.