შოტლანდიამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. ოფიციალური წერილი ტერეზა მეის შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა გაუგზავნა. რეფერენდუმის ჩატარების უფლებამოსილებით სტერჯენი შოტლანდიის პარლამენტმა 28 მარტს აღჭურვა. კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმი 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში გაიმართება.