ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. კარაკასის ქუჩებში პრეზიდენტ მადუროს გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის მიზეზი უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციით დაკომპლექტებულ პარლამენტს უფლებამოსილება ჩამოერთვა და პარლამენტარებს სადეპუტატო იმუნიტეტი მოეხსნა. საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება სასამართლომ გადაიბარა, რომელიც მხარს მადუროს უჭერს.