სამხრეთ კორეის ყოფილი ლიდერი ერთადგილიან საკანში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი“ იტყობინება. პან კინ ხეს, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, 6,56 კვ. მ. ფართობის საკანში შხაპი და ტუალეტი ექნება. პოლიციამ ექსპრეზიდენტი გუშინ ღამით დააპატიმრა. მას კორუფციაში ადანაშაულებენ.