უზბეკეთის მთავრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ უკანონო თვალთვალს ახორციელებს. ამის შესახებ Amnesty International იტყობინება. ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ თვალთვალი როგორც ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უზბეკეთის მოქალაქეებზეც ხორციელდება. დასკვნაში კონკრეტული მაგალითებიც არის მოყვანილი.