მადეირას აეროპორტში დადგმული კრიშტიანო რონალდოს ბიუსტი საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდა. საზოგადოების ნაწილმა სკულპტურის ავტორი მწვავედ გააკრიტიკა, რაზეც ემანუელ სანტოშმა განაცხადა, რომ გემოვნებაზე არ დავობენ. პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი სამშობლოში კიდევ ერთხელ დააფასეს. მისი სახელი მადეირას აეროპორტს მიანიჭეს და აეროპორტის შესასვლელთან მისი სკულპტურა დადგეს.