ბაშარ ასადის გადაყენება ვაშინგტონის მიზანს აღარ წარმოადგენს. ამის შესახებ გაეროში ამერიკის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატების ინტერესებში სირიელი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება შედის, განსხვავებით ობამას ადმინისტრაციისგან, რომელსაც მიზნად ასადის რეჟიმის შეცვლა ჰქონდა დასახული.