ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი საკუთარი ქმედებებით ჟენევის სამშვიდობო პროცესებს უშლის ხელს. კითხვაზე, როგორ აფასებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკას შორის მიღწეულ შეთანხმებას საჯარისო ნაწილების გაერთიანების შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი სამხრეთ ოსეთს მხოლოდ საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილავს.