აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 30 მარტს მოლაპარაკებები გამართა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ტილერსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა იმსჯელეს სავარაუდო ერთობლივ ნაბიჯებზე ექსტრემისტული ორგანიზაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ამ ბრძოლაში, მხოლოდ კანონიერ მოთამაშეებთან მუშაობაზე. ანკარა გადაჭრით ითხოვს, რათა სირიაში, ქალაქ რაქის გათავისუფლებისათვის მიმდინარე მოკავშირეთა ოპერაციიდან გამოირიცხოს ქურთების სამხედრო დანაყოფები, რომლებსაც აშშ-ი უჭერს მხარს.