თურქეთში სასტუმროების დასაჯავშნი პორტალი „ბუქინგკომი“ დაბლოკეს. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო. საიტის ხელმძღვანელობას არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებენ. ჰოლანდიური ინტერნეტკომპანიის წინააღმდეგ პრეტენზია თურქულის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ გამოთქვა და ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დასდო ბრალი. თურქეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა „ბუქინგკომი“ 700 ათასი დოლარითაც დააჯარიმა.