საფრანგეთში მუსლიმურ ცენტრებზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა რადიოსადგურ არ-თი-ელის ეთერში განაცხადა. „როდესაც სასულიერო პირები საფრანგეთისადმი სიძულვილს ქადაგებენ, მათი ადგილი ფრანგულ მიწაზე არაა. მათ ჩვენ მკაცრი კონტროლი უნდა დავუწესოთ,“-აღნიშნა ფიიონმა.