ლონდონში ჯორჯ მაიკლი დაკრძალეს. ცერემონიას მხოლოდ მუსიკოსის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი 3 თვის წინ, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზის დადგენას 2 თვე დასჭირდა. მარტის დასაწყისში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მომღერალი დილატაციონური კარდიომიოპატიით გარდაიცვალა.