მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში. უტარ-პრადეშის შტატში მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ინციდენტს, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.