თეთრი სახლის ლიდერმა კიბერთავდამსხმელებზე სანქციების დაწესების შესახებ მიღებული კანონი ერთი წლით გააგრძელა. დოკუმენტი ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს უკვე გაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი კიბერდამნაშავეები შეერთებული შტატებისთვის დღემდე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. კანონი 2015 წლის აპრილში ობამას ადმინისტრაციამ მიიღო.