მორიგი ტერორისტული აქტი ბაღდადში. აფეთქებას ერაყის დედაქალაქის ცენტრში 17 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელმაც სატვირთო მანქანაში აიფეთქა თავი. არიან დაშავებულებიც. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.