ივანკა ტრამპი პრეზიდენტის კონსულტანტად დაინიშნა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დონალდ ტრამპის შვილი ამ პოსტზე უხელფასოდ იმუშავებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ივანკა ტრამპის კონსულტანტად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პირველად 20 მარტს გავრცელდა.
დონალდ ტრამპის 35 წლის ქალიშვილს კაბინეტი თეთრი სახლის დასავლეთ ფლიგელში ექნება. მას საიდუმლო ინფორმაციასა და სამთავრობო ტელეფონზე ექნება წვდომა.