ქუთაისში მძიმე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალიზირებული მომსახურების ცენტრი გაიხსნა. დაწესებულებაში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურების, რეაბილიტაციის, ინდივიდუალური განვითარებისა და თემში ინტეგრირების სერვისების მიღება იქნება შესაძლებელი.
„მე მიხარია, რომ იმ მცირე ხნის განმავლობაში, რაც ბავშვები აქ იმყოფებიან და მათზე ინდივიდუალური მოვლა ხორციელდება, მათი განვითარება უკვე თვალშისაცემია,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ცენტრის გახსნას დაესწრო აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელიც.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების კარგი პარტნიორობის. აუცილებლად უნდა ვახსენოთ UNICEF-იც, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობდა. ძალიან მომეწონა ეს ცენტრი - არა მხოლოდ მისი გარეგნული მხარე, არამედ სერვისის მომწოდებლების დამოკიდებულება. ეს სიყვარული და ზრუნვა ცენტრში მყოფი ბავშვების მიმართ - თვალშისაცემია,“ - განაცხადა იან კელიმ.