ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ ბრიტანეთი და ევროკავშირი ახლო მეგობრებად და პარტნიორებად დარჩებიან. „მინდა ბრიტანეთი და ევროკავშირი ახლო პარტნიორებად დარჩნენ, რადგანაც ჩემთვის ბრიტანეთი ევროპის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, უპირველეს ყოვლისა კი საერთო ღირებულებები,“-აღნისნა მერკელმა. ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ბრიტანეთმა ოფიციალურად დღეს დაიწყო.