ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი ბობ დილანი ნობელის პრემიის მიღებას დათანხმდა. პრესტიჟული ჯილდო მისთვის დეკემბერში დაჯილდოვების ცერემონიალზე დეკემბერში უნდა გადაეცათ, თუმცა არც პრმია და არც 9 მილიონი კრონი (910 ათასი დოლარი) ამ დრომდე არ აუღია. როგორც ნობელის საორგანიზაციო კომიტეტი იტყობინება, პრიზს მუსიკოსს სტოკჰოლმში გადასცემენ, სადაც ის აპრილის დასაწყისში კონცერტებს გამართავს.