ვაშინგტონში პოლიციელებმა თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. უცნობი ქალი მანქანით ჯერ საპატრულო ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი პოლიციელებზე თავდასხმა სცადა. სამართალდამცავებმა თავდამსხმელის დაკავება შეძლეს. ისმოდა სროლის ხმაც, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ვაშინგტონის პოლიცია იტყობინება, რომ ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება. დაკავებული ქალია. პოლიცია დანაშაულის მოტივის დადგენას ცდილობს.