უკრაინაში პოლონეთის საკონსულოზე თავდასხმა განხორციელდა. ბიბისის ინფორმაციით, ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობას ჭურვები ესროლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობის წინა ფასადი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.