რუსეთი შეიარაღებული ძალების რაოდენობას ზრდის. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. კრემლის ლიდერის განკარგულებით, 1 ივლისიდან არმიაში მომსახურეთა რაოდენობა მილიონ 903 ათასამდე გაიზრდება. პირველი იანვრის მონაცემებით ეს მაჩვენებელი მილიონ 897 ათასს შეადგენდა.