სიცილიაში მოქმედმა ვულკანმა ისევ გაიღვიძა. ეტნას კრატერიდან ვულკანური ლავა იფრქვევა. ვულკანი ეტნა მარტის დასაწყისში გააქტიურდა. ლოკალური აფეთქებების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. ეტნას კრატერი სიცილიის კუნძულზე 3328 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის ევროპაში ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება.