მექსიკაში ციხის ბუნტს მსხვერპლი მოჰყვა. ნუევო-ლეონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა მასობრივი არეულობები მოაწყვეს, რასაც ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი მძიმედ დაშავდა. ციხის ადმინისტრაციას ვითარების კონტროლქვეშ ასაყვანად სპეცრაზმის გამოძახება დასჭირდა.