მინსკს მოსკოვთან შუამავლები არ სჭირდება. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„ვერ ვიტან შუამავლებს. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პუტინს და ლუკაშენკოს მოლაპარაკებებში შუამავლები სჭირდებათ. დაწყნარდით! მე და პუტინს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და პრობლემებს შუამავლების გარეშე მოვაგვარებთ,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.