რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. „პუტინმა და მისმა მთავრობამ ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ კარდინალურად ჩარეულიყვნენ ჩვენს ფუნდამენტურ, საბაზო, დემოკრატიულ პროცესებში, რაც მათი მხრიდან ომის გამოცხადების ტოლფასია,“-აღნიშნა ჩეინიმ.