ავსტრალიაში სტიქიას ებრძვიან. ქუინსლენდს თავს ტროპიკული შტორმი დები დაატყდა. ქარიშხლის სიჩქარემ საათში 263 კილომეტრი შეადგინა. სტიქიის შედეგად ბოუენისა და ერლი-ბიჩის რაიონებში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარცა. დაზიანებული ათობით საცხოვრებელი სახლიც. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.