პარიზში ჩინეთის მოქალაქის მკვლელობის გამო ჩინეთმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუა ჩუნინმა განაცხადა. გამოცემა პარიზიენის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქე თავს პოლიციელს დაესხა და საპასუხო სროლის შედეგად იქნა ლიკვიდირებული. ინციდენტს საფრანგეთის დედაქალაქში მასობრივი არეულობები მოჰყვა. პოლიციამ არეულობის მონაწილე 30-მდე პირი დააკავა.