დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ერაყის პრეზიდენტმა ფუად მასუმმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპერაციის შეწყვეტის მიზეზი კოალიციის ავიაციის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა, რასაც ათობით მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. საჰაერო დარტყმები მოსულის დასახლებულ რაიონში 16 მარტს განხორციელდა.