კიმ ჩონ ნამის ცხედარი ისევ ინდონეზიაში რჩება. ამის შესახებ ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრმა სუბმანიამ სატასივიმ განაცხადა. მისივე თქმით, არც ცრდილოეთ კორეის ხელისუფლებას და არც გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის წაღების სურვილი არ გამოუთქვამს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმაზე თავდასხმა 13 თებერვალს კუალა-ლუმპურის აეროპორტში განხორციელდა. კიმ ჩონ ნამი ტოქსინით მოწამლეს.