ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი სარაკეტო ძრავი გამოსცადა. ამის შესახებ სიენენი პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ფხენიანის მიერ მოწყობილი მესამე ექსპერიმენტია. 19 მარტს ჩრდიოლოეთ კორეის ლიდერმა ახალი ტექნოლოგიის სარაკეტო ძრავის გამოცდის შესახებ განაცხადა, რაც მისი თქმით, ახალი სარაკეტო ინდუსტრიის შექმნას დაუდებს საფუძველს.