ჰალიდ მასუდი სავარაუდოდ ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდასთან არ თანამშრომლობდა. სკოტლანდ იარდის განმარტებით, ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ტერორისტის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. მასშტაბური ტერორისტული აქტი მასუდმა ლონდობნის ცენტრში 22 მარტს განახორციელა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. ტერორისტი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.