სომხეთის პრეზიდენტი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ,,ისკანდერების" კომპლექსს გამოიყენებს. საგანგებო განცხადება სერჟ სარგსიანმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში ვიზიტისას გააკეთა. „აუცილებლობის შემთხვევაში სომხეთის შეიარაღებული ძალების მეთაური თვალსაც არ დაახამხამებს, ისე გასცემს ბრძალებას სარაკეტო კომპლექსების გამოყენების შესახებ. ეს კარდად უნდა ესმოდეთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სადაც ასე სწყურიათ ომი,“-აღნიშნა სარგსიანმა.