ნადეჟდა სავჩენკო ახალ ამპლუაში. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ტელეეთერში იმღერა. გადაცემა „გორდონში“ სტუმრობისას მან ნატალია მაგილევსკაიას ცნობილი სიმღერა „თვე“ შეასრულა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეპუტატი მსმენელს საკუთარ ვოკალურ შესაძლებლობებით აკვირვებს. მას პარლამენტის ტრიბუნიდან უკრაინის ჰიმნი არაერთხელ აქვს შესრულებული.