უბედური შემთხვევა დასავლეთ ბრიტანეთში. ლივერპულთან მდებარე ქალაქ ბებინგტონში შენობის აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შენობაში საცეკვაო სტუდია იყო განთავსებული.