მასობრივი დაკავებები ბელარუსში. ოპოზიციია არასანქცირებული მიტინგი მილიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით მანიფესტანტი დააპატიმრა. დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან. ოპოზიცია ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების 99-ე წლისთავის აღნიშვნას აპირებდა, რომელიც ქვეყანაში ოფიციალურად არ აღინიშნება. მინსკის მერიამ მიტინგის ჩატარებაზე სანქცია არ გასცა.